Friday, February 26, 2021

ავტორის შესახებ

ის იყო ამერიკელი მწერალი. მან დაიმსახურა ჰიუგოსა და ნებულას პრემიერა ნაწარმოებისთვის "ყვავილები ელჯერნონისთვის". 

კიზი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში. ის ცოტა ხნით სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სანამ მუშაობას დაიწყებდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სერვისში. შემდეგ ის დაბრუნდა ნიუ-იორკში და 1950 წელს მიიღო ბრუკლინის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში.

ბაკალავრის ხარისხის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, კიზმა მუშაობა დაიწყო მწერალ მარტინ გუდმანის კომპანიაში "Magazine Managment". საბოლოოდ ის გახდა რედაქტორი ჟურნალ "Marvel Science Stories" და კომპანიისთვის დაიწყო კომიქსების წერა. გამომცემლობა "ატლას კომიქსებსის" სახელით იყო ცნობილი, რომელიც შემდეგ "მარველად" გარდაიქმნა. მას შემდეგ რაც გუნდმა შეწყვიტა Pulp Magazine-ს ბეჭვდა, კიზი გახდა ატლას კომიქსების მთავარი რედაქტორი. ხოლო სამხატვრო მგაფორმების მთავარი რედაქტორი იყო სტენ ლი. 1952 წლისთვის კიზის მიაკუთვნებდნენ სერიოზულ მწერალთა რიგებს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. კიზმა დაწერა ორი მოთხრობა მხატვარ ბესილ უოლვერტონთან ერთად კომიქსისთვის - "მოგზაურობა უცნობ სამყაროში".

მას შემდეგ რაც გუმანმა მარველის სამეცნიერო მოთხრობების გამოშვება შეწყვიტა, კიზი გადავიდა ლის დაქვემდებარებაში.

დენიელს დაებადა საინტერესო იდეა, რომელსაც ლიმ მხარი არ დაუჭირა, და ამას "უცაბედად მოსული აზრი"   უწოდა. თავდაპირველად ნაწარმოების სახელი იყო "გრძელი ჩანაწერები" , რომელიც შემდეგ გარდაიქმნა სახელად - "ყვავილები ელჯერნონისთვის". 

No comments:

Post a Comment

ავტორის შესახებ

ის იყო ამერიკელი მწერალი. მან დაიმსახურა ჰიუგოსა და ნებულას პრემიერა ნაწარმოებისთვის "ყვავილები ელჯერნონისთვის".  კიზი დაიბადა ქალ...