"ყვავილები ელჯერნონისთვის" ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნია. ის მოგვითხრობს ჩარლის შესახებ. ჩარლი სპეციალური საჭიროებების მქონე მამაკაცია რომელსაც ტვინზე ოპერაციას უკეთებენ რათა ხელოვნურად მოხდეს მისი ინტელექტის ზრდა. ოპერაციის შემდეგ მისი IQ 180-ს უტოლდება, რაც საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. შედეგად კი ჩარლი გენიოსი ხდება. წიგნი მის დღიურს წარმოადგენს, სადაც იგი ჩანაწერებს აკეთებს იმის შესახებ თუ როგორ გრძნობს თავს, რას განიცდის, რა აღძრავს მასში ინტერესს და ასე შემდეგ. მკითხველი კი მათი საშუალებით თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას, თუ როგორ ვითარდება იგი გონებრივად, და აკვირდება მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
ეს მეტად ემოციური ნაწარმოები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს დაიბეჭდა 1959 წელს პატარა მოთხრობის სახით, ხოლო ნოველის სახით წიგნი 1966 წელს გამოვიდა. წიგნმა პოპულარობა მოიპოვა და არ დააყოვნა მისმა ეკრანიზაციამაც, მთავარ როლში კლიფ რობერტსონი იყო (რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობობისთვის).
ფილმი "ჩარლი" - https://www.imovies.cc/ka/movies/19258/Charly/ENG/HIGH
No comments:
Post a Comment